პროკურორი: “ნაწილ კითხვებზე პასუხისგან მირზა სუბელიანმა თავი შეიკავა”

პროკურორი: "ნაწილ კითხვებზე პასუხისგან მირზა სუბელიანმა თავი შეიკავა"პროკურორ ზვიად გუბელაძის თქმით, უახლოეს მომავალშ მირზა სუბელიანის გამოკითხვა ისევ მოხდება, რადგან პროკურატურის ყოფილი თანამშრომელმა და ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებულმა მირზა სუბელიანმა შეკითხვების ნაწილზე პასუხის გაცემისგან გუშინდელი გამოკითხვისას თავი შეიკავა. აღნიშნული კომენტარი საგამოძიებო უწყების წარმომადგენელმა სკანდალურ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე საუბრისას გააკეთა, ციხის სკანდალური ჩანაწერების მთავარი ფიგურანტი სწორედ მირზა სუბელიანია.
– მირზა სუბელიანი მოწმის სახით იქნა გამოკითხული. პროკურატურას მასთან ათეულობით შეკიტხვა ქონდა. მას დაესვა ძირითადი კითხვები, ნაწილ კითხვებზე მიღებული იქნა პასუხები, ნაწილ კითხვებზე მირზა სუბელიანმა თავი შეიკავა. მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მისი გამოკითხვა კვლავ მოხდება. მესმის რომ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, თუმცა რა კითხვები დაისვა და რა პასუხი იქნა მიღებული, ამაზე საუბრისგან გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავს შევიკავებ,- განაცხადა პროკურორმა.