რა აკავშირებს ნინო ჩხეიძეს ნიკოლაი ბასკოვთან

რა აკავშირებს ნინო ჩხეიძეს ნიკოლაი ბასკოვთანსოციალურ ქსელში მომღერალ ნინო ჩხეიძის და რუსი ვარსკვლავის ნიკოლაი ბასკოვის ფოტოები გავრცელდა.
ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
“რეიტინგი” შეეცადა, გაერკვია, როგორ მოხვდნენ ქართველი და რუსი ვარსკვლავები ერთად, ამიტომ ნინო ჩხეიძეს დაუკავშირდა.
– ნინო, სად შეხვდით ნიკოლაი ბასკოვს?
– ბასკოვთან ერთად არაერთხელ მიმუშავია, ხშირად გვიწვევენ კორპორატიულ ღონისძიებებზე ერთად და წლებია ვიცნობთ ერთმანეთს.
ეს ფოტოები გუშინ გადავიღეთ, კორპორატიული საღამო იყო საზღვარგარეთ, სადაც ჩვენ ვმღეროდით. საღამო მიყავდა ცნობილ მომღერალს ზარას.
ახლა აეროპორტში ვარ და გავრბივარ “ცეკვავენ ვარსკვლავების” რეპეტიციაზე.

რეიტინგი