“რაო, კახაბერ გავიდა ერთი წელი და ვერ გააკეთე ვერაფერი ჯერ ხომ?…”- ელისაშვილი კახა კალაძეს

"რაო, კახაბერ გავიდა ერთი წელი და ვერ გააკეთე ვერაფერი ჯერ ხომ?..."- ელისაშვილი კახა კალაძესდედაქალაქის მერობის ყოფილი კანდიდატი, მის ყოფილ კონკურენტს, აწ უკვე მოქმედ მერს კახა კალაძეს მიმართავს და ახალი ინიციატივის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაღებვის შესახებ ფეისბუკზე წერს:

„აბა რა, ხეებიც მივახატოთ კორპუსებს და ეგაა! ჩავეფლობით მერე სიმწვანეში. რაო კახაბერ გავიდა ერთი წელი და ვერ გააკეთე ვერაფერი ჯერ ხომ? გითხარი მე შენ აიღე ჩემი პროგრამა და იხელმძღვანრლეთქო, მარა არ გინდა ეგ. ჰოდა, ღებე ეხლა ავტობუსები მწვანედ“- წერს ალეკო ელისაშვილი.