რატომ არ მიდის ინგა გრიგოლია ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუზე

რატომ არ მიდის ინგა გრიგოლია ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუზექართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მასთან ინტერვიუს ჩასაწერად სამი ჟურნალისტი მიიწვია, გიორგი გაბუნია რუსთავი 2-დან, ინგა გრიგოლია ტვ პირველიდან და ირაკლი ჩიხლაძე „იმედიდან“.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ჟურნალიტი ინგა გრიგოლია.

ჟურნალისტის თქმით, მას სამშაბათს გადაცემის ჩაწერა აქვს და ამის გამო, ივანიშვილთან ინტერვიუზე წასვლას ვერ მოახერხებს.

„გამარჯობა მეგობრებო. რადგან ამდენი ადამიანი მირეკავს და მეკითხება, მივდივარ თუ არა ხვალ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე, ბარემ აქვე დავწერ, სიამოვნებით წავიდოდი, რადგან მგონია, რომ საინტერესო ბრიფინგი იქნება, მაგრამ ხვალ 20.00-ზე მეწყება გადაცემა ,,რეაქცია”, რომელიც გრძელდება ზუსტად იმ დრომდე, როცა იწყება ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ ჟურნალისტებთან.

ფიზიკურად ვერ მოვახერხებ, ამიტომ „ტვ პირველი“ გადაწყვეტს, ვინ მიიღებს მონაწილეობას ჩვენგან ამ შეხვედრაში. მადლობა ყურადღებისთვის“- წერს ინგა გრიგოლია ფეისბუკზე.

ნიუპოსტი