“რაც მეტ ქალთან იგულავებ, უფრო მაგარი ტიპი ხარ?!” – ია თინიკაშვილი გრიგოლ ვაშაძემ გააბრაზა

"რაც მეტ ქალთან იგულავებ, უფრო მაგარი ტიპი ხარ?!" - ია თინიკაშვილი გრიგოლ ვაშაძემ გააბრაზაია თინიკაშვილნა ფეისბუქში დაწერა:

“არა, რა, არ გადაუარა თავზე ყველა ერთცოლიან კაცს პრეზიდენტობის კანდიდატმა ვაშაძემ?!
რა ვიცი, 17 წლის ოჯახი ღალატის გამო დავანგრიე და ეს რომ პრეზიდენტი გახდეს, ბოდიშიც არ მომახდევინოს ჩემს ყოფილ ქმართან…
,,როგორც ყველა ნორმალური მამაკაცი, ორჯერ ვიყავი დაქორწინებული” – გრიგოლ ვაშაძე…
და მერმის რომ ორცოლიანების სახალხო დღესასწაულიც გავმართოთ, გავუწიოთ პროპაგანდა, რომ ორი ცოლი სტანდარტია და რაც მეტ ქალთან იგულავებ, უფრო მაგარი ტიპი ხარ და მერე, შეიძლება, პრეზიდენტობას, მინისტრობას ან პრეზიდენტობის კანდიდატობას გამოჰკრა ხელი… ?
ვაშაძის გაგებით თუ ვიმსჯელებთ, მე არანორმალური კაცი მირჩევნია ?”