რეალი ახალ მთავარ მწვრთნელს რამდენიმე დღეში დაასახელებს

რეალი ახალ მთავარ მწვრთნელს რამდენიმე დღეში დაასახელებსხულიან ლოპეტეგი უკვე ოფიციალურად აღარ არის რეალის მთავარი მწვრთნელი და მის პოსტს დროებით სანტიაგო სოლარი დაიკავებს, რომელიც რეალს სავარაუდოდ რამდენიმე შეხვედრაში უხელმძღვანელებს.
ამჟამად მადრიდელები აქტიურად ეძებენ ახალ მწვრთნელს და რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, თუმცა ყველაზე ხშირად ანტონიო კონტეს გვარი ისმის. კონტეს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ესპანური პრესა აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ კონტე რეალთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
სამეფო გუნდი ამჟამად ესპანეთის ჩემპიონატში მე-9 პოზიციაზე იმყოფება.