რუსეთის ეკლესიამ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ევქარისტული კავშირი სრულად გაწყვიტა

რუსეთის ეკლესიამ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ევქარისტული კავშირი სრულად გაწყვიტარუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ევქარისტული კავშირი გაწყვიტა. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, მინსკში გამართულ სინოდის სხდომაზე მიიღეს. ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა გაავრცელა.

„წმინდა სინოდის სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ურთიერთობის სრულად გაწყვეტასთან დაკავშირებით.“- განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.

ამასთან, მისი თქმით, რუსული მართლმადიდებელი ეკლესია იმედოვნებს, რომ კონსტანტინოპოლი უკრაინასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გადახედავს.

ნიუპოსტი