რუსმა ოკუპანტებმა ლომისის მამათა მონასტერთან ბერ-მონაზონი და მრევლის წევრი გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა ლომისის მამათა მონასტერთან ბერ-მონაზონი და მრევლის წევრი გაიტაცესლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსმა ოკუპანტებმა ორი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას “პირველ არხი” ავრცელებს.

გატაცებულთაგან ერთი მამათა მონასტრის ბერ-მონაზონია, ხოლო მეორე მრევლის წევრი. ისინი სავარაუდოდ ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით არიან დაკავებული.

არსებული ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ისინი მონასტრის მიმდებარედ, წყაროსთან დააკავეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსი ოკუპანტების მიერ ორი პირის გატაცების ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ მომხდარზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ნიუპოსტი