საქართველოდან წელს 1.8 მილიონი დოლარის ბიუსტჰალტერების ექსპორტი განხორციელდა

საქართველოდან წელს 1.8 მილიონი დოლარის ბიუსტჰალტერების ექსპორტი განხორციელდასაქართველოდან ერთ-ერთი მზარდი საექსპორტო პროდუქტი ბიუსტჰალტერებია. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ამ პროდუქციის ექსპორტმა 1.8 მილიონი დოლარი შეადგინა. ამის შესახევ საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით bfm.ge წერს.

შედარებისთვის, 2016 წელს ბიუსტჰალტერების მთლიანმა ექსპორტმა მხოლოდ 124 ათასი დოლარი შეადგინა, 2017 წელს კი 1,158 მილიონი დოლარი. შესაბამისად, მიმდინარე წელს ექსპორტი 2016 წელთან შედარებით 1 400 პროცენტით, 2017 წელთან შედარებით კი 62 პროცენტით გაიზარდა.

საქართველოდან ბიუსტჰალტერების ექსპორტი ძირითადად თურქეთში ხორციელდება.