საქართველომ ანდორა გაანადგურა და ლიდერობა გაიმყარა

საქართველომ ანდორა გაანადგურა და ლიდერობა გაიმყარასაქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ანდორა მიიღო და 3:0 დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა 9 ქულა დააგროვა და ჯგუფში ლიდერობა გაიმყარა.

მთელი მატჩის მანძილზე ქართველები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და ანდორას თითქმის არ შეუქმნია მომენტი მეტოქე გუნდის კართან. დუბლი შეასრულა ვაკო ყაზაიშვილმა, ხოლო მესამე გოლი კი ჯაბა კანკავას ანგარიშზეა.

მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა თავისი შეგირდები შეაქო, თუმცა ვაისის აზრით ჯერ საქართველოს ჯგუფში პირველი ადგილი არ გაუნაღდებია.

შემდეგ მატჩს ქართველები 16 ოქტომბერს, სტუმრად ლატვიასთან ჩაატარებენ.