საქართველომ რიგაში ლატვიას მოუგო და ერთა ლიგაზე ჯგუფში პირველი ადგილი ვადამდე გაინაღდა

საქართველომ რიგაში ლატვიას მოუგო და ერთა ლიგაზე ჯგუფში პირველი ადგილი ვადამდე გაინაღდარამდენიმე წუთის წინ რიგაში დასრულდა ერთა ლიგის მე-4 ტურის მატჩი ლატვიისა და საქართველოს გუნდებს შორის.

ამავე ჯგუფის მეორე მატჩი უფრო ადრე გაიმართა. ყაზახეთმა შინ ანდორას 4:0 მოუგო და 5 ქულა დააგროვა.

საქართველოს მატჩის წინ 9 ქულა ჰქონდა და ლატვიაში გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფში პირველ ადგილს ინაღდებდა.

შეხვედრა სტუმრების უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით დასრულდა – 3:0.

პირველი გოლი ჯაბა კანკავამ შორეული დარტყმით გაიტანა. მეორე გოლი ვაკო გვილიამ შეაგდო გიორგი ჩაკვეტაძის მშვენიერი პასის შემდეგ – 2:0 პირველი ტაიმის შემდეგ.

მეორე ნახევარში გაიბრწყინა გიორგი ჩაკვეტაძემ და სწრაფი რეიდი ზუსტი დარტყმით დაასრულა – 3:0.

ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა 12 ქულა დააგროვა და ჯგუფში პირველი ადგილი ვადამდე გაინაღდა.