საქართველოში თოვლი და ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი – უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოში თოვლი და ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი - უახლოესი დღეების პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, 26-27 ოქტომბერს ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4 – 5 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.