სენატმა ბრეტ კავანო უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა

სენატმა ბრეტ კავანო უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცაამერიკის შეერთებული შტატების სენატმა, პრეზიდენტი დონალდ ტრამპის კანდიდატურას უზენაესი მოსამართლის პოსტზე მხარი დაუჭირა. ბრეტ კავანოს სენატის 50 წევრმა დაუჭირა მხარი, 48 კი წინააღმდეგი იყო.

ბრეტ კავანოს უზენაესი მოსამართლის კანდიდატურაზე წარდგენის შემდეგ მას სამმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი.

საუბარია 1980-იან წლებში სტუდენტურ წვეულებაზე მომხდარ ამბავზე.

კავანო ყველა ბრალდებას უარყოფს. სექტემბერში ის სენატის იურიდიული კომიტეტის წინაშე გამოკითხვაზეც წარსდგა, რომელმაც დაადგინა, რომ არ არსებობს მიზეზი, რის გამოც კავანო ამ კანდიდატურიდან უნდა მოხსნან.

4 ოქტომბერს, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ განაცხადა, რომ სექსუალური ძალადობის დამადასტურებელი ვერც ერთი მტკიცებულების მოპოვება ვერ შეძლო, რომელიც  ბრეტ კავანოს ბრალეულობას ეჭვქვეშ დააყენებდა.

10 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა ქვეყნის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ბრეტ კავანოს კანდიდატურა დაასახელა. 81 წლის მოსამართლე ენტონი კენედი 31 ივლისს გადადგა.