სერგო რატიანი – გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შანსები გაიზარდა, რაც მას მხარდაჭერა „ევროპულმა საქართველომ“ გამოუცხადა

სერგო რატიანი - გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შანსები გაიზარდა, რაც მას მხარდაჭერა „ევროპულმა საქართველომ“ გამოუცხადა“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძე დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც „ევროპულმა საქართველომ“ მხარდაჭერა გამოუცხადა ერთიან ოპოზიციას, გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შანსები გაიზარდა.

„გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს მეორე ტურში მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს იმ ფონზე, როდესაც დავით ბაქრაძემ და შესაბამისად “ევროპულმა საქართველომ” გამოუცხადა მას მხარდაჭერა. ეს არის მინიმუმ 10%–იანი უპირატესობა. ბუნებრივია, არსებობს იმედი, რომ ამას სხვა ამომრჩეველიც დაემატება, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ოპოზიციურმა კანდიდატებმა პირდაპირ არ დაუჭირეს მხარი. ეს არის ისეთი უპირატესობა, რომელიც ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ და მისი კანდიდატი დამარცხდება, ამას უნდა შეეგუონ და მშვიდად შეხვდნენ,” – განაცხადა სერგო რატიანმა.