“შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში, 1,1 მლრდ ლარის და 248 მლნ დოლარის სესხია გაცემული

სახელმწიფო პროგრამა “შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში, 2013 წლიდან 2018 წლის ივნისით ჩათვლით, 1,173,517,581 ლარის და 247,429,269 დოლარის სესხია გაცემული.

აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოდან გამოითხოვა.

პროგრამის ფარგლებში, ჯამში, 31,761 სესხია გაცემული.

Bm.ge-ის კითხვაზე – როგორ ზომავენ პროექტის ეფექტიანობას, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში განაცხადეს, რომ ეფექტიანობის საზომ ინდიკატორებს პროგრამის შესახებ არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები წარმოადგენს.

„ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა არის აგროსექტორით საბანკო/სალიზინგო სექტორის დაინტერესება და ქვეყანაში არსებული აგრო კრედიტების ჯამური პროტფელის ზრდა; შესაბამისად, ფინანსებზე ხელმისაწვდომობამ ხელი შეუწყო სოფლის მეურნეობის გრძელვადიან, მდგრად განვითარებას და სამეწარმეო გარემოს შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების შექმნას, მათ შორის სოფლად დასაქმებული მოსახლეობის რაოდენობის ზრდას, საქართველოში წარმოებული აგროპროდუქციის რაოდენობრივ ზრდას, კონკურენტუნარიანი, მაღალხასირხიანი პროდუქციის გამოშვებას, სასურსათო უსაფრთხოების მაღალ დონეს და ექსპორტის ზრდას“, – განმარტეს სააგენტოში.

ცნობისთვის: „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტი, რომელიც 2013 წელს დაიწყო, 2019 წელსაც გაგრძელდება. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პროგრამის ბიუჯეტი 49 მლნ ლარამდე იქნება.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018