“შევაგინე და მერე ხელი დამარტყა… გამლახეს რა” – ლევან ყიფიანი სარდაფის სკანდალურ ინციდენტზე საუბრობს

"შევაგინე და მერე ხელი დამარტყა... გამლახეს რა" - ლევან ყიფიანი სარდაფის სკანდალურ ინციდენტზე საუბრობსრუსთავი 2 „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე პირველ ფარულ ვიდეო ჩანაწერს ავრცელებს. “კურიერის” ინფორმაციით, სპორტის ყოფილი მინისტრი სარდაფის ინციდენტის აქამდე უცნობი დეტალებზე ყვება.

ყიფიანი ზაზა ოქუაშვილს და „ომეგას“ სხვა მენეჯერებს უყვება იმასაც, თუ როგორ გაარჩია ეს “ავარია” თავად ბიძინა ივანიშვილმა. ირკვევა ისიც, რომ ყიფიანი-ფარცხალაძის კონფლიქტის მოგვარებაში კიდევ არაერთი გავლენიანი პირი იყო ჩართული.

ჩანაწერში ლევან ყიფინი დეტალურად ყვება, რომ სარდაფში, სადაც ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ახლა ოფისი აქვს, ის ჩაიყვანეს, მთლიანად გააშიშვლეს და გააკავეს.

ყიფიანი ამბობს, რომ ის სცემეს, შემდეგ კი მასთან დაპირისპირების ამბავი ბიძინა ივანიშვილს თავად ფარცხალაძემ უამბო, რის შემდეგაც ლევან ყიფიანი ამბობს, რომ ის ივანიშვილმა დაიბარა და ჰკითხა, რატომ შეაგინა მან ფარცხალაძეს.