“სკოლასთან უცნობი პირი გოგონებთან ცდილობს, კონტაქტში შევიდეს” – ვინ დასდევს რუსთაველ მოსწავლეებს

"სკოლასთან უცნობი პირი გოგონებთან ცდილობს, კონტაქტში შევიდეს" - ვინ დასდევს რუსთაველ მოსწავლეებსხდება თუ არა რუსთავში ბავშვებზე თვალთვალი და ადევნება?

“ინფო რუსთავს” მშობლები დაუკავშირდნენ და საკითხის გარკვევა სთხოვეს. მათი თქმით სკოლის მიმდებარე პერიმეტრზე ფიქსირდება რამდენიმე შემთხვევა უცხო ადამიანებსა და მცირეწლოვან ბავშვებს შორის კონტაქტის.

მსგავსი ინფორმაცია ამჯერად უკვე სხვა სკოლის მშობლებმა მოგვაწოდეს და კონკრეტული მაგალითები დაგვისახელეს.

“ინფო რუსთავი” შეეცადა არსებული ინფორმაცია შსს-ში დაეზუსტებინა. ერთ-ერთი ინფორმაციის მიხედვით, მესამე კლასელი ბიჭი მაღაზიაში შევიდა,  მას უცნობი პირი აედევნა, ბიჭს შეეშინდა და მაღაზიიდან გამოსული სახლში სირბილით ავიდა. ეს ინფორმაცია პოლიციას ისედაც ჰქონდა, მათ ჩვენთან აღნიშნეს რომ – “ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ 150-ე მუხლით რაც იძულებას გულისხმობს”.

ჩვენი ინფორმაციით მიმდებარე პერიმეტრზე არსებული კამერებიდან ჩანაწერები უკვე ამორებულია, თუმცა მსგავსი ფაქტი ფიზიკურად ვერ დააფიქსირეს.

დღეს უკვე დახურულ ჯგუფებში ვრცელდება ინფორმაცია, სადაც ერთ-ერთი მშობელი წერს, რომ სკოლასთან უცნობი პირი, რომელიც თეთრი ფერის ჰონდა ფიტით გადაადგილდება, ბავშვებთან, ხშირად კი გოგონებთან ცდილობს, კონტაქტში შევიდეს და მათ სხვადასხვა ამბებს უყვება.

“ინფო რუსთავი” აგრძელებს თემაზე მუშაობას, თუ შენიშნეთ მსგავსი ფაქტი შეეხმიანეთ პოლიციას და მოგვწერეთ ჩვენ.