სლოტ კლუბ ვეგასში ვახტანგ ალიბეგაშვილი ცემეს

სლოტ კლუბ ვეგასში ვახტანგ ალიბეგაშვილი ცემესსლოტ კლუბ “ვეგასის” თანამშრომლები ამბობენ, რომ 33 წლის მამაკაცს კლუბის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ხელი ნამდვილად დაარტყა.

ისინი ირწმუნებიან, რომ ვახტანგ ალიბეგაშვილმა დაცვის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სლოტ კლუბის წარმომადგენლების განმარტებით, ეს სათვალთვალო კამერების კადრებითაც დასტურდება.

რაც შეეხება ალიბეგაშვილის განცხადებას, რომ მან 15.000 ლარი მოიგო – ამას სლოტ კლუბის ადმინისტრაცია არ ადასტურებს. მათი თქმით, მამაკაცს თანხა არ მოუგია.

„დაცვამ სთხოვა, რომ არ შეიძლებოდა შემოსვლა, ის გახდა აგრესიული, რომელიც იძახდა, რომ მე როცა მინდა მაშინ უნდა შემოვიდე, თქვენ აქ დაგმარხავთ… ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაცვის თანამშრომელმაც დაარტყა ერთხელ“-ამბობს სლოტ კლუბ ”ვეგასის” უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ირაკლი პაპაშვილი.

33 წლის მამაკაცი სლოტ-კლუბ ვეგასის თანამშრომლებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ვახტანგ ალიბეგაშვილი ამტკიცებს, რომ 15 ათასი ლარი მოიგო და თანხის განაღდების სანაცვლოდ, დაცვის სამსახურის 10-მდე თანამშრომელმა სასტიკად სცემა.

“ნიუპოსტი” შინაგან სამეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნეს, რომ 17 ოქტომბერს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოში დაიწყო გამოძიება თბილისში, გლდანში მდებარე ერთ-ერთი სლოტკლუბში მოქალაქის ცემის ფაქტზე.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლით მიმდინარეობს.

“გამოძიების ფარგლებში ჩატარდა მოწმეთა გამოკითხვები. მოქალაქე ვ.ა. პოლიციაში გამოცხადდა დანაშაულიდან მე-4 დღეს, ჩვენების მიცემამდე მოითხოვა ადვოკატის ჩართვა. პოლიცია ამ დრომდე ელოდება, მისი როგორც საქმის მთავარი ფიგურანტის ჩვენებას. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. სასამართლო განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს მტკიცებულებების შეგროვება, მათ შორის ვიდეო სამეთვალყურეო ჩანაწერების”- აცხადებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ნიუპოსტი