სოფო კილაძე – ”სალომე ზურაბიშვილის ოჯახმა მოიტანა ქართული მამული, ენა და სარწმუნოება აქამდე”

სოფო კილაძე - ”სალომე ზურაბიშვილის ოჯახმა მოიტანა ქართული მამული, ენა და სარწმუნოება აქამდე”საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ 1 კვირაში საქართველოს ეყოლება ქალი პრეზიდენტი. კილაძე დარწმუნებულია სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაში.

“ჩვენ გვეყოლება საქართველოს ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი სულ რაღაც ერთ კვირაში. ქალბატონმა სალომემ ძალიან ბევრჯერ დაამტკიცა, რომ ის არის თავისი ქვეყნის პატრიოტი და მან, თავისმა ოჯახმა, დაახლოებით ასი წლის შემდეგ მოიტანა ქართული მამული, ენა და სარწმუნოება აქამდე. და დარმწუნებული ვარ, რომ ის ძალიან ბევრ რამეს გააკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

აიპრესი