“სოფო ნაწამებია, ხელის მტევნები აქვს მოტეხილი, სახეზე სიგარეტის ნამწვავები ჰქონდა… ბავშვი დივანზე უგონოდ ეგდო, ძაღლი კი სახეს ულოკავდა” – სოფო წიკლაურის სასტიკი მკვლელობის დეტალები

"სოფო ნაწამებია, ხელის მტევნები აქვს მოტეხილი, სახეზე სიგარეტის ნამწვავები ჰქონდა... ბავშვი დივანზე უგონოდ ეგდო, ძაღლი კი სახეს ულოკავდა" - სოფო წიკლაურის სასტიკი მკვლელობის დეტალებისაბერძნეთში მოკლული 23 წლი სოფო წიკლაურის ოჯახს შემზარავი შემთხვევის ობიეატურად გამოძიების იმედი აქვს.

მათი თქმით, ახალგაზრდა დედა, რომელსაც ჩვილი დარჩა, მკვლელობის მომენტში 2 თვის ალექსანდრესთან და ძაღლთან ერთად იყო.
მეგობრები, რომლებმაც ცხედარი იპოვეს, ამბობენ, რომ გოგონა ნაწამებია.

“ნაწამებია, ხელის მტევნები აქვს მოტეხილი, სახეზე სიგარეტის ნამწვავები ჰქონდა. ბავშვი გაბრუებული ჰყავდათ, რომ არ ეტირა. სატელეფონო ზარებს რომ არ პასუხობდა, მეგობრები მის მოსაძებნად წავიდნენ, კარი რომ შეამტვრიეს, სოფო ძირს ეგდო, ბავშვი დივანზე უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, ძაღლი კი სახეს ულოკავდა”- აცხადებს ერთ-ერთი მეგობარი.
სოფო წიკლაურის ახლობლები ყაჩაღობის ვერსიასაც არ გამორიცხავენ. მათი ინფორმაციით დაკარგულია წიკლაურის კუთვნილი მობილური ტელეფონი.

“იმასაც ამბობენ, რომ სახლში გარკვეული თანხა ინახებოდა”- განაცხადა მეგობარმა.

სოფოს ბებია და ბაბუა, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, ეჭვობენ, რომ ახალგაზრდა ნაცნობმა მოკლა.

კიდევ ერთი თვითმხილველი აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა ქალი “ანტენის კაბელით” დაახრჩვეს.

სოფო წიკლაური სოფელ განახლების მკვიდრია და ბოლო 4 წელია, ემიგრანციაში იმყოფება. მას მამა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა. გოგონა საბერძნეთში ერთ-ერთ ოჯახში მუშაობით ირჩენდა თავს.

ნიუპოსტი