სპეცოპერაცია ურიდიას ქუჩაზე – დაკავებულია 3 პირი

სპეცოპერაცია ურიდიას ქუჩაზე - დაკავებულია 3 პირითბილისში, ნაძალადევის რაიონში, ურიდიას ქუჩაზე სპეოპერაცია ჩატარდა.
ადგილობრივების თქმით, დაკავებულია მინიმუმ სამი ადამიანი. სამივე მათგანი ავტომობილიდან გადმოიყვანეს.
ადგილობრივების თქმით, ადგილზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები იყვნან მობილიზებულნი.
ურიდიას ქუჩაზე მცხოვრების თქმით, დაკავებულებს არ იცნობენ და სავარაუდოდ ისინი ამ უბანში არ ცხოვრობდნენ.
დაკავებულები შს სამინისტროში გადაიყვანეს.

უწყებაში “ნიუპოსტს” უთხრეს, რომ საკითხზე განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.