ჭავლსატყორცნი ტექნიკაა თბილისში მობილიზებული

ჭავლსატყორცნი ტექნიკაა თბილისში მობილიზებულიშინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, უწყება სრულ მზადყოფნაშია, რომ არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით მშვიდ და წყნარ ვითარებაში ჩატარდეს. გიორგი გახარიას განცხადებით, სწორედ ამას უკავშირდება მძიმე ტექნიკის გადაადგილებაც, რომლის ამსახველი ფოტოებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა:
„პოლიცია ყველა ძალებით – ყველა საპოლიციო ძალა დღეს მზად არის იმისთვის, რომ უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარდეს არჩევნები. ამ მიზნის მისაღწევად საპოლიციო ძალები გადაადგილდება იმ საჭიროებით, რა საჭიროებითაც ჩვენ ჩავთვლით აუცილებლად და საჭიროდ.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.