თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს – სროლა გოთუას ქუჩაზე

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს - სროლა გოთუას ქუჩაზეთბილისში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა დღის ბოლოს, გოთუას ქუჩაზე მოხდა.

თვითმხილველთა თქმით, მამაკაცს 2 ჭრილობა აქვს მიყენებული. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა. მას ოპერაცია დასჭირდა.  ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

რუსთავი 2