თბილისში ძარცვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

თბილისში ძარცვის ფაქტზე ერთი პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, 2000 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ო.მ. ძარცვის ბრალდებით დააკავეს, 2001 წელს დაბადებული თ.ხ. კი ამავე დანაშაულში ამხილეს.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ორ მოქალაქეს მოპედები წაართვეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ნაძარცვი სატრანსპორტო საშუალებები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.