„თქვენი დედა მოვ…ნ” – ბორის კაკუბავამ ჟურნალისტებს შეაგინა

„თქვენი დედა მოვ...ნ" - ბორის კაკუბავამ ჟურნალისტებს შეაგინამთავარ პროკურატურასთან, სადაც სკანდალურ აუდიოჩანაწერის გამოძიების ფარგლებში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე იმყოფება, მირზა სუბელიანის სიმამრი, ბორის კაკუბავა გამოჩნდა.

მან ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთების ნაცვლად, მედიის წარმომადგენლებს შეაგინა.

„თქვენი დედა მოვ…ნ წადით ახლა აქედან,“ – მიმართა ბორის კაკუბავამ ჟურნალისტებს.

ბორის კაკუბავას საქმის ახალ დეტალებზე არ უსაუბრია. მას ასევე არ უთქვამს იცოდა თუ არა იმ დანაშაულებრივი სქემის შესახებ, რომლის შესახებაც მირზა სუბელიანი აუდიოჩანაწერში საუბრობს.