თვითმფრინავი, რომელშიც მელანია ტრამპი იჯდა, ავარიულად დაეშვა

თვითმფრინავი, რომელშიც მელანია ტრამპი იჯდა, ავარიულად დაეშვათვითმფრინავი, რომლის ბორტზეც აშშ-ს პირველი ლედი მელანია ტრამპი იმყოფებოდა, იძულებული გახდა დაკვამლიანების გამო დაშვებულიყო. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი CNN ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, აფრენიდან 10 წუთში თვითმფრინავის წინა ნაწილში დამწვრის სუნი იგრძნობოდა. თვითმფრინავი ენდრიუსის ავიაბაზაზე დაეშვა. სავარაუდოდ, ინციდენტის მიზეზი მექანიკური პრობლემა გახდა.

თეთრი სახლის წარმომადგენლის სტეფანი გრიშემის თქმით, ბორტზე მყოფი ყველა პირი უსაფრთხოდ არის. მელანია ტრამპი ფილადელფიაში მიემგზავრებოდა.

ინტერპრესნიუსი