ტონი კროოსს ლოპეტეგისთან კონფლიქტი აქვს

ტონი კროოსს ლოპეტეგისთან კონფლიქტი აქვსმადრიდის რეალში საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც გუნდმა ზედიზედ რამდენიმე შეხვედრა წააგო. უკვე აქტიურად საუბრობენ იმაზე ლოპეტეგი მალე დაკავებულ თანამდებობას დატოვებს და როგორც ჩანს ეს რეალის ფეხბურთელებსაც სურთ.
უკანასკნელ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღო ტონი კროოსმა, რომელსაც ლოპეტეგისთან კონფლიქტი აქვს და კროოსმა რამდენჯერმე სახალხოდ გააკრიტიკა ლოპეტეგი. ამის გამო გერმანელმა ფეხბურთელმა შესაძლოა კიდევ რამდენიმე შეხვედრა გამოტოვოს. ლოპეტეგის ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.