ცოტნე გამსახურდია – “ხმას მივცემ ოპოზიციის კანდიდატს, რომ ხიხომ ბოლომდე არ დაიიღლიავოს ეს ქვე-ყანა”

ცოტნე გამსახურდია - "ხმას მივცემ ოპოზიციის კანდიდატს, რომ ხიხომ ბოლომდე არ დაიიღლიავოს ეს ქვე-ყანა"ცოტნე გამსახურდიამ ცოტა ხნის წინ ფეისბუქში დაწერა:

“მერამდენეჯერ დავწერ… 28 ოქტომბერს სახლში დარჩენა მმართველი ძალისთვის ხმის მიცემაა ფაქტობრივად. რატომ? იმიტომ, რომ რაგინდ ჩასვრილ ხელისუფლებას აქვს რესურსი არჩევნებზე აქტივის ხუთი პროცენტი მაიცნ მიიყვანოს, და თუ დანარჩენი 95 სახლში დარჩება, ეს ხუთი პროცენტი ასადაც გადაიქცევა. ასე ჩაატარეს ქოცებმა პრაქტიკულად ყველა არჩევნები 2012 წლის მერე და 20 პროცენტის მიმღებნი საკონსტიტუციო უმრავლესობით მოაჯდნენ თავზე ქვეყანას!

პირადად მე მივცემ ხმას იმ ოპოზ. კანდიდატს, რომელიც წინა დღით ეგზიტ პოლებში მეტ ხმას დააგროვებს. ხმას მივცემ არა პიროვნებას, არამედ ძალაუფლების დანაწილებას, რომ ხიხომ ბოლომდე არ დაიიღლიავოს ეს ქვე-ყანა.

თორემ რაც აქამდე იყო, ეს ჟურნალი იქნება…”