უმტიტიმ შესაძლოა ორი თვე ვერ ითამაშოს

უმტიტიმ შესაძლოა ორი თვე ვერ ითამაშოსბარსელონას ფრანგმა მცველმა სამუელ უმტიტიმ შესაძლოა ორი თვე ვერ შეძლოს მოედანზე გამოსვლა. ამის მიზეზი ტრავმაა, რომელიც უმტიტიმ ერთ-ერთ ვარჯიშზე მიიღო. თავიდან ეს ტრავმა სერიოზული არ იყო, მაგრამ სამედიცინო შემოწმებებმა აჩვენეს, რომ უმტიტის შესაძლოა ოპერაციაც კი დასჭირდეს.
უმტიტის ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. უმტიტის ტრავმის გამო შესაძლოა ზამთარში ბარსელონამ ახალი ცენტრალური მცველი იყიდოს, მაგალითად მილან შკრინიარი, რომელიც ამჟამად ინტერის ღირსებას იცავს.