უსუფაშვილი – ”პროკურატურა ცეცხლზე ნავთს ასხამს”

უსუფაშვილი - ”პროკურატურა ცეცხლზე ნავთს ასხამს”„შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილი პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის საკანში გაკეთებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადებას ეხმაურება:

„პროკურატურის ასეთი არაფრისმთქმელი განცხადებები მხოლოდ ნავთს ასხამს ცეცხლზე.

პროკურატურა გვეუბნება, რომ უკვე ჩაწერილი მასალა, ვიღაცამ პენიტენციალური სისტემის თანამშრომელს შანტაჟის მუქარით გადასცა გასავრცელებლად. მაგრამ ამ ტიპის გამავრცელებელი და მისი დაშანტაჟება ვის რაში სჭირდებოდა, ეს გაუგებარია!

და რაც მთავარია, ეს გავრცელების ჯაჭვი კი არ გვაინტერესებს, ვინ ვის, რა და როდის გადასცა, არამედ ის, სიმართლეს შეესაბამება თუ არა ის, რაზეც ამ ჩანაწერშია საუბარი?

ამიტომ, ყურადღების გადატანა ამ გავრცელების ტექნიკურ მხარეზე, ეს არის, ჩემი აზრით, პროკურატურის მცდელობა ცოტა დრო მოიგოს, რომ პოლიტიკურად დალაგდეს, მესიჯ-ბოქს რომ ეძახიან ის და მერე გაყვენ ამ კონკრეტულ მიმართულებას.

და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელისუფლებისთვის ამაოა რჩევაც და რეკომენდაციაც, მე მაინც მინდა კიდევ ერთხელ ვურჩიო ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს, ვისაც შერჩა საღი აზრი, გაიაზრონ, რომ იმ მაშტაბურ კრიზისს, რომელშიც თავად შეიყვანეს საკუთარი თავი, ამ ტიპის ეპიზოდური ნაბიჯებით და კონტრ შავი პიარით ვერაფერს ვერ დააკლებენ. საჭიროა სერიოზული პოზიტიური ინიციატივები, თუკი ამისი ძალა და მორალური შესაძლებლობა შერჩა ხელისუფლებას.

პროკურატურის ასეთი არაფეისმთქმელი განცხადებები კი, მხოლოდ ნავთს ასხამს ცეცხლზე.“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ნიუპოსტი