ვაკე-საბურთალოს ახალი გზიდან მისაბმელიანი ავტომობილი გადავარდა

ვაკე-საბურთალოს ახალი გზიდან მისაბმელიანი ავტომობილი გადავარდავაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

მისაბმელიანი ავტომობილი სავარაუდოდ, გზაზე მოცურდა და სავალი ნაწილიდან გადავარდა.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავდა ავტომობილის მძღოლი.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

როგორც “რუსთავი 2”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

რუსთავი 2