ვანო ჩხარტიშვილი “რუსთავი 2”-ის და “იბერიას” წინააღმდეგ – ბიზნესმენი ლონდონის სასამართლოს მიმართავს

ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"-ის და "იბერიას" წინააღმდეგ - ბიზნესმენი ლონდონის სასამართლოს მიმართავსვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია “იბერიას” და “რუსთავი2”-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს.

როგორც ადვოკატმა, ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, “რუსთავი2”-ის და “იბერიას” ეთერში გასულმა აუდიო ჩანაწერებმა, რომელიც “ომეგა ჯგუფის” სკანდალურ საქმეს ეხებოდა, შელახა ვანო ჩხარტიშვილის პატივი და ღირსება.”

“კიდევ ერთი ბრიტანული საექსპერტო კომპანიის დასკვნის მიხედვით, „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ვანო ჩხარტიშვილის აუდიოჩანაწერი დამონტაჟებულია”- თქვა ადვოკატმა, თუმცა დასკვნაში ექსპერტი განმარტავს, რომ მას არ აქვს ორიგინალი ჩანაწერი და იმ შემთხვევაში თუ სრულ ფაილებს ნახავს, შესაძლოა დასკვნა შეცვალოს.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ სიუჟეტების მომზადებისას აუდიო ფაილმა განიცადა მთლიანობის მონტაჟი გარკვეული ზომით, რაც შესაძლოა განიმარტოს სიუჟეტზე მომუშავე ჯგუფის შემოქმედებითი თავისუფლებით.

ზაზა ხატიაშვილმა დღეს ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და სხვა ქვეყნების საელჩოებს მიმართა და მოუწოდა, ის პოლიტიკოსები, რომლებიც მათ მიერ ჩატარებულ ექსპერტიზებს ეჭვქვეშ დააყენებენ, არ შეუშვან ქვეყნის საზღვარზე.

ნიუპოსტი