ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლე ნათია ხვისტანმა სალომე ზურაბიშვილს 50.000 ლარი შესწირა

ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლე ნათია ხვისტანმა სალომე ზურაბიშვილს 50.000 ლარი შესწირამირზა სუბელიანის ფარული ჩანაწერების მთავარი ფიგურანტი და “ქართული ოცნების” დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს, ამჯერად მისი მეუღლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

საქმე ეხება სალომე ზურაბიშვილის შემომწირველების სიას, რომელიც დღეს გახდა ცნობილი.

ოფიციალური დოკუმენტებით ირკვევა, რომ 50 ათასი ლარი, “ქართული ოცნების” რჩეული კანდიდატის ანგარიშზე, ხმაურიანი ჩანაწერების მთავარი ფიგურანტის, დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლემ, ნათია ხვისტანმა გადარიცხა.

“შემოწირა ჩემმა მეუღლემ რა თქმა უნდა. შევწირეთ იმიტომ, რომ  ვარ ქართული ოცნების  პარტიის წევრი. ბიზნესის აქვს ჩემს ოჯახს. აბა ხელფასი მარტო არ ეყოფა ამ საქმეს,“-განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

რუსთავი 2