ვლადიმერ ვაისი: ”ეს გამარჯვება დავიმსახურეთ”

ვლადიმერ ვაისი: ”ეს გამარჯვება დავიმსახურეთ”საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ლატვიასთან გამარჯვების შემდეგ განაცხადა რომ მისმა გუნდმა ეს წარმატება დაიმსახურა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გასაკეთებელი:
”ეს წარმატება ყველა ჩვენმა ფეხბურთელმა და გულშემატკივარმა დაიმსახურა. ბოლო რამდენიმე თამაში ძალიან კარგად ჩავატარეთ და შედეგიც სახეზეა. ახლა მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და მომავალი შეხვედრებისთვის მოვემზადოთ”–განაცხადა ვლადიმერ ვაისმა.
საქართველოს ნაკრებმა თავის ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა.