ზუგდიდში მანქანა ბოძს დაეჯახა და ამოტრიალდა – 1 ადამიანი დაიღუპა

ზუგდიდში მანქანა ბოძს დაეჯახა და ამოტრიალდა - 1 ადამიანი დაიღუპაზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ახალსოფლის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გზაზე მიმავალი ავტომობილი, რომელშიც 2 ადამიანი იჯდა, გარე განათების ბოძს დაეჯახა და ამოტრიალდა.

ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმების მიერ გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, 35 წლის მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მეორე პირს ამ დროისთვის ოპერაცია უტარდება, ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ნიუპოსტი