ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს – რა მოხდა დედაენის ბაღში

ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს - რა მოხდა დედაენის ბაღში„გირჩის“ მიერ „დედაენის ბაღში“ ორგანიზებულ კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე ზურაბ ჯაფარიძე და 10-მდე ადამიანი დააკავეს.

დაკავებამდე პარტიის დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ ჯიბიდან სამი ღერი ამოიღო, რომელიც მისი თქმით, კანაფი იყო.

ჯაფარიძემ შეკრებილებს სიტყვით მიმართა, რომ მისი ქმედება კანონდარღვევა იყო და სამართალდამცველების რეაგირებას ელოდებოდა.

პოლიცია რამდენიმე წუთში ჯაფარიძესთან მივიდა, ადგილზე შეხლა-შემოხლა მოხდა, შედეგად, რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

ინტერპრესნიუსი