ზვიად მიხანაშვილმა პენიტენციური სამსახური დატოვა

ზვიად მიხანაშვილმა პენიტენციური სამსახური დატოვასპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, ზვიად მიხანაშვილმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია “ნიუპოსტს” პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურში დაუდასტურეს. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ მიხანაშვილმა იუსტიციის მინისტს გათავისუფლების თაობაზე პირადეად მიმართა. განცხადება თეა წულუკიანმა უკვე დააკმაყოფილა.

მინისტრმა ამ პოსტზე თავისი მოადგილე გიორგი პატარიძე დანიშნა.

შეკითხვა, უკავშირდება თუ არა მიხანაშვილის გათავისუფლება ციხიდან აუდიოჩანაწერების გავრცელებას, წულუკიანმა უპასუხოდ დატოვა.

აღნიშნულ საკითხზე არ საუბრობენ პენიტენციურ სამსახურშიც.