„15 დეკემბერს არის ნაძვის ხის ანთება და ეს არის ტრადიცია“ – კახა კალაძე შვილმოკლული მამებისთვის გაგზავნილ წერილზე

„15 დეკემბერს არის ნაძვის ხის ანთება და ეს არის ტრადიცია“ - კახა კალაძე შვილმოკლული მამებისთვის გაგზავნილ წერილზედედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ზაზა სარალიძისთვის და მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის გაგზავნილ წერილზე კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა.

კალაძის თქმით, პარლამენტის წინ ნაძვის ხის დადგმა არის ტრადიცია და ამას მომზადება სჭირდება:

„წერილი რომელიც შემოიტანა ზაზა სარალიძემ ვიყავით ვალდებულნი სამი დღის განმავლობაში პასუხი გაგვეცა. გვქონდა ეს ვალდებულება იმიტომ, რომ დედაქალაქის მერიას დაგეგმილი ჰქონდა ღონისძიებები დეკემბრის თვეში. შესაბამისად წერილში არის მოცემული, რომ 15 დეკემბერს არის ნაძვის ხის ანთება და ეს არის ტრადიცია, ეს კახა კალაძის ან თბილისის მერიის მოგონილი არ არის, ეს არის ტრადიცია და ამ ღონისძიებებს სჭირდება მომზადება.

ჩვენ ვსაუბრობთ დეკემბრის თვეზე, დაელოდეთ გადაწყვეტილებას, რომელსაც მიიღებს დედაქალაქის მთავრობა მერთან ერთად და საზოგადოებასთან ერთად ცნობილი იქნება თქვენთვის. დაელოდეთ ერთი თვე,” – განაცხადა კახა კალაძემ.