24, 25 და 26 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

24, 25 და 26 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებაკომპანია თელასის ცნობით სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო თბილისის ნაწილს 24 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 03 საათიდან 06 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საინგილოს, ბეთანიის, ბზიფის, მარტყოფის და ერისთავის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 25 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 02 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 26 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.