ახმეტაში უსახელო მწვერვალს გიორგი ანწუხელიძის სახელი ეწოდა

ახმეტაში უსახელო მწვერვალს გიორგი ანწუხელიძის სახელი ეწოდაახმეტაში მდებარე ერთ-ერთ აქამდე უსახელო მწვერვალს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელი მიანიჭეს. ინიციატივა თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებული იყო.

გადაწყვეტილება 7 ნოემბერს  ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ერთხმად მიიღო.