ამბროლაურის აეროპორტში მგზავრთნაკადი 61%-ით გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ოქტომბერში ამბროლაურის აეროპორტი 159 მგზავრს მოემსახურა. რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 61% მეტია (2017 წელი – 99 მგზავრი). აღსანიშნავია, რომ მგზავრების უმეტესობა უცხოელი ვიზიტორები იყვნენ, რაც იმის ნიშანია, რომ საქართველო, კერძოდ რაჭა, უცხოელი ვიზიტორებისათვის და ტურისტებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება.

ჯამში, ოქტომბერში ადგილობრივი აეროპორტები 991 მგზავრს მოემსახურა, რაც 91% მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წელი – 518 მგზავრი).

ნოემბრის თვეში, ამბროლაურის მიმართულებით რეისები ნატახტარიდან და პირიქით, კვირაში ორჯერ: პარასკევსა და კვირას სრულდება. ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენის ღირებულება ზრდასრულებისთვის 50 ლარია. 3-დან 12 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის – 35 ლარი, ხოლო 3 წლამდე ჩვილებისთვის მგზავრობა უფასოა.

ბიემჯი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018