ანი მიროტაძე მეორე შვილს ელოდება

ანი მიროტაძე მეორე შვილს ელოდებაპოლიტიკოსი და ჟურნალისტი ანი მიროტაძე მეორე შვილს ელოდება. ანიმ ქართული გადმოსახედიდან ოჯახი გვიან შექმნა, მისი მეუღლე დავით შეყილაძეა. წყვილს წელიწად ნახევრის წინ პირველი შვილი შეეძინა და ახლა უკვე მეორე ბავშვის მოლოდინშია. ამ სასიამოვნო სიახლეზე ანისთან ინტერვიუ ჩავწერეთ.

– როდის ელოდებით და სქესი თუ იცით?
– თებერვალში ველოდები, სქესი ვიცი, მაგრამ ასე საჯაროდ არ ვამბობ, როცა დაიბადება, მერე გახდება ყველასთვის სცნობილი.

– როგორი ორსულობა გაქვთ?
– ძალიან გამიმართლა იმ მხრივ, რომ ჩემი პირველი შვილიც თვინიერი იყო მუცელში და მეორეც ასეთია. მაშინაც და ახლაც ვარ ენერგიული, მოტივირებული და ის დისკომფორტის შემცველი სიმპტომები, რაც ახლავს ფეხმძიმობას, არ მაწუხებს. როცა ორსულად ხარ, ბუნებრივია, გადაღლილობას გრძნობ, მაგრამ საერთო ჯამში, მაინც ყოჩაღად ვარ. არც ერთ ორსულობას არ შეუშლია ხელი ჩემი ცხოვრების რიტმისთვის.

– ახლა რამხელაა თქვენი შვილი გიორგი?
– წლის და 4 თვისა, დედმამიშვილებს შორის პატარა სხვაობა იქნება. შვილი ღმერთის საჩუქარია და რადგან ასე დამასაჩუქრა უფალმა, დიდი სიამოვნებით ვიღებ და ველოდები პატარას, რომელიც მომავალ წელს ღორის წელიწადში მერწყულის ზოდიაქოს ქვეშ უნდა დაიბადოს, ჩვენი გათვლებით.

მშობლები