აფეთქება ფონიჭალაში – მაშველებმა 1 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს

აფეთქება ფონიჭალაში - მაშველებმა 1 წლის ბავშვის ცხედარი იპოვესზემო ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ახალგაზრდა ქალის შემდეგ, მისი მცირეწლოვანი შვილის ცხედარიც იპოვეს. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ.

დაღუპულები დედა-შვილი: 30 წლამდე ქალი და 1 წლის ბავშვი არიან. სადარბაზოდან, რომელშიც აფეთქება მოხდა, გარდაცვლილების ცხედრები რამდენიმე წუთის წინ პროზექტურაში გადაასვენეს.

ზემო ფონიჭალაში, 23-ე კორპუსში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამი ადამიანიც დაშავდა. ისინი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული. დაშავებულები არიან 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი.

ინტერპრესნიუსი