აფეთქება ფონიჭალაში – ნგრევისას დაშავებულებს შორის ერთი ჩვილია – ვიდეო

აფეთქება ფონიჭალაში - ნგრევისას დაშავებულებს შორის ერთი ჩვილია - ვიდეოფონიჭალაში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგაც მრავალსართულიანი კოპუსი ნაწილობრივ დაინგრა. აფეთქება შენობის მესამე სართულზე, საცხოვრებელ ბინაში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის ერთი ჩვილი და ერთი  მცირეწლოვანი.

„ჩემი ახლობელი ცხოვრობდა მეორეზე. პატარა ბავშვი ჰყავს და წაიყვანა სასწრაფომ. დამწვარია ბავშვიო. მეორე მცირეწლოვანიც არის დაშავებული როგორც ამბობენ. მეორეზე ცხოვრობდნენ ჩემი ახლობლები მაგრამ მესამეზე მოხდა აფეთქება,“-აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ იმ ბინიდან, სადაც აფეთქება მოხდა, მაშველებმა მამაკაცები გამოიყვანეს, თუმცა რა დაზიანებები აქვთ მათ, მეზობლებისთვის უცნობია.

აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

https://www.facebook.com/rustavi2/videos/1917016891926749/

Rustavi 2