“არა მიშას, არა ნაცებს” – პატრიოტთა ალიანსმა ბათუმში აქცია გამართა

"არა მიშას, არა ნაცებს" - პატრიოტთა ალიანსმა ბათუმში აქცია გამართა“არა მიშას, არა ნაცებს”, — ამ ლოზუნგით პატრიოტთა ალიანსმა ბათუმში აქცია გამართა. ევროპის მოედანზე პარტიის რამდენიმეათასი მხარდამჭერი იყო შეკრებილი.

აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ ბოკერია-სააკაშვილის მმართველობის რეჟიმი დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადდეს. მათი თქმით, არ დაუშვებენ საქართველოში ნაციონალური მოძრაობის დაბრუნებას, ამიტომ ხმას მმართველი პარტიის მხარდაჭერილ კანდიდატს აძლევენ.

“მე არა მაქვს კავშირი სალომე ზურაბიშვილთან. მხარს ვუჭერთ ზურაბიშვილს იმიტომ, რომ არ გვაქვს სხვა არჩევანი. ვაშაძე, რომელიც დაღუპვაა ქვეყნის ან ზურაბიშვილი”, — განაცხადა პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, დავით თარხან მოურავმა.

პატრიოტთა ალიანსი მორიგ აქციას თბილისში გეგმავს. აქცია 25 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე გაიმართება.

ონ.ჯი