არგენტინაში ერთი წლის წინ გაუჩინარებული წყალქვეშა ნავი იპოვეს

არგენტინაში ერთი წლის წინ გაუჩინარებული წყალქვეშა ნავი იპოვესარგენტინაში ზუსტად ერთი წლის წინ გაუჩინარებული წყალქვეშა ნავი იპოვეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფრომაციით, ხომალდი ატლანტის ოკეანეში, ვალდესის ნახევარ კუნძულთან, 800 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს.

წყალქვეშა ნავი, რომლის ბორტზეც 44 მეზღვაური იმყოფებოდა, ზუსტად ერთი წლის წინ გაუჩინარდა. სან ხუანი გეგმიური რეისის შემდეგ ბაზაზე ბრუნდებოდა, თუმცა, 2017 წლის 15 ნოემბერს ეკიპაჟთან კონტაქტი შეწყდა. ძებნის ოპერაციაში რამდენიმე ქვეყანა იყო ჩართული, თუმცა, ხომალდის ადგილსამყოფელს ვერ მიაკვლიეს. მომხდარის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

რუსთავი 2