გარდაბანში ნაციონალმა აქტივისტმა „ოცნების“ წარმომადგენელი ცემა

გარდაბანში ნაციონალმა აქტივისტმა „ოცნების“ წარმომადგენელი ცემაარსებული ინფორმაციით, გარდაბანში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სავარაუდოდ, დაპირისპირება პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძლადობას გულისხმობს.

მათივე ცნობით, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, რომლის ფარგლებშიც თვითმხილველების გამოკითხვა ხდება.