ბაღდათში მამაკაცი ჭაში ჩავარდა – 3 საათია, ის ვერ ამოჰყავთ

ბაღდათში მამაკაცი ჭაში ჩავარდა - 3 საათია, ის ვერ ამოჰყავთბაღდათში, სოფელ ობჩაში ერთ-ერთ ოჯახში მამაკაცი ჭას წმენდდა, რომლის  დროსაც კედლები ჩამოიშალა და 45 წლამდე მამაკაცი მიწის მასის ქვეშ მოყვა.

სამაშველო ოპერაცია სამ საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

როგორც “პრაიმტაიმის” ჟურნალისტი იუწყება, სამძებრო სამუშაოებს მიწის ჩამოშლის საფრთხე ართულებს.

მისი ინფორმაციით, ჩამოშლილი მიწა მძიმე ტექნიკით ამოიღეს, ამჯერად კი მუშაობა ხელით მიმდინარეობს. მეხანძრე მაშველების უსაფრთხოებიდან გამომდინარე ჩატარდა ჭის კედლების გამაგრებითი სამუშაოები.

პრაიმ ტაიმი