ბათუმის კაზინოში 30 წლის ქალი მოკლეს – დააკავეს თურქეთის მოქალაქე

ბათუმის კაზინოში 30 წლის ქალი მოკლეს - დააკავეს თურქეთის მოქალაქებათუმში 30 წლის ქალი მოკლეს, მას ჭრილობა გულმკერდის არეში დანით მიაყენეს. დაჭრილია კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალი.

შემთხვევა გვიან ღამით კაზინო “პრინცესაში” მოხდა. როგორც ადგილზე ყვებიან, ორივე უზბეკეთის მოქალაქეა, სავარაუდო დამნაშავე კი – თურქეთის.

თვითმხილველების ინფორმაციით, კაცი ქალებს თავს მოულოდნელად დაესხა და ჭრილობები დანით მიაყენა. სავარაუდო მიზეზად ეჭვიანობას ასახელებენ.

მათივე ინფორმაციით, კაცი ადგილზე დააკავეს.

დაჭრილები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოებში გადაიყვანა, კლინიკაში შეყვანის დროს ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკული იყო.

“ეს იყო დაახლოებით 30 წლის ქალი, რომელიც შემოიყვანა სასწრაფომ. ჭრილობა გულ-მკერდისა და მარჯვენა მუხლის არეში ჰქონდა. შემოსვლისას ის, ფაქტობრივად, გარდაცვლილი იყო,” – განაცხადა ექიმმა ჯუმბერ ბოლქვაძემ

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. მომხდართან დაკავშირებით კაზინოში კომენტარი არ გაუკეთებიათ.

იმედინიუსი