ბათუმში 14 წლის მოზარდი დაჭრეს

ბათუმში 14 წლის მოზარდი დაჭრესრამდენიმე საათის წინ ბათუმში 14 წლის მოზარდი დაჭრეს. არასრულწლოვანს ცივი იარაღით დაესხნენ თავს.

დაჭრილი პოლიციამ იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც ირკვევა, დაჭრილის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქმე სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ბათუმელები